ახალი კონცეპტის EXTU ავტორმა მიტიას მაირჰოფერმა (Mathias Mayrhofer) მოწყობილობის სახელი გაშიფრა, როგორც «extreme utility» ან «ექსტრემალური მარგებლობა». დიზაინერმა წარმოადგინა კამერის კონცეპტი, რომელიც მცირე რევოლუციას მოახდენდა სერიულ წარმოებაში მოხვედრისას.
ჟურნალში Geophysical Research Letters დაიბეჭდა სტატია, რომელშიც კვლევითი ზონდის «კასინის» მიერ 2010 წლის აპრილში მოგროვილი მონაცემების შესწავლის შედეგებია განხილული. მეცნიერები აცხადებენ, რომ სატურნის თანამგზავრის დიონას ატმოსფეროს ზედა შრეებში ჟანგბადია აღმოჩენილი.
ინტერნეტის მიერ თანამედროვე ცხოვრებაში შემოტანილი ერთ-ერთი დადებითი მხარეა რეკლამის ინდუსტრიაზე დადებითი ზეგავლენა. ტელევიზორით ძველად გადაცემულ სარეკლამო რგოლებთან შედარებით პრეტენზიული ინტერნეტ-საზოგადოება კომპანიებს პროდუქციის დასაპიარებლად ახალ-ახალი ხერხების გამოგონებისკენ უბიძგებს.
მიუხედავად იმისა, რომ Microsoft და Sony მომხმარებელს არწმუნებენ, რომ მათი თანამედროვე ფლეერები, შესაბამისად Xbox 360 და PlayStation 3, კვლავაც აქტურალური იქნება, მრავალ დეველოპერს აქვს სურვილი იხილოს კონსოლების ახალი თაობა. ისეთი კომპანიები, როგორიცაა EA ან Ubisoft, ახალი სათამაშო სისტემების გამოსვლას ლამობენ, სხვები CD Projekt Red ან Bethesda-ს მსგავსად, როგორც ჩანს უკვე ქმნიან მომავალი კონსოლებისთვის თამაშებს.